White Life Matters-ის მხარდაჭერის და გაბრიელა კაფერა-ჯონსონის სოციალურ ქსელებში ბულინგის შემდეგ ქანიე უესტი რამდენიმე სოციალურ ქსელში დაბლოკეს, რეპერთან შეწყვიტა კავშირები არაერთმა კომპანიამ, ასევე გაწყვიტა თანამშრომლობა მაღალი მოდის ბრენდმა “ბალენსიაგამ”, რომლის კრეატიული დირექტორი რეპერის მრავალწლიანი მეგობარი და პარტნიორი, ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.
დემნა გვასალიას შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება ყველაზე გავლენიანმა მოდურმა გამოცემამ Vogue-მაც მიიღო.
რამდენიმე საათის წინ BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქანიე უესტის ცვილის ფიგურა Madame Tussauds-ის მუზეუმიდან აიღეს.