"ნაპოლის" ყოფილი პრეზიდენტი: "არ არსებობს სიტყვა, რომლითაც კვარაცხელიას ტრანსფერს აღვწერ"

„ნაპოლის“ ყოფილმა პრეზიდენტმა კორადო ფერლაინომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, ამ ტრანსფერის დახასიათება სიტყვებით შეუძლებელია.

„იტალიაში საუკეთესოთა შორისაა. ის და ლეაუ მარცხენა ფლანგზე პირველი ნომრის ტიტულისთვის იბრძვიან. როგორ შეიძლება ეს ტრანსფერი დავახასიათო? სიტყვა არ არ არსებობს ამის დასახასიათებლად. ტოტოში მოგებას ჰგავს. „ნაპოლის“ ძალიან კარგი სკაუტები ჰყავს. მათ ძალიან მოკლე დროში და მხოლოდ 10 მილიონად მოახერხეს მისი შეძენა და ვულოცავ იმ ადამიანებს, ვინც ეს ფეხბურთელი იპოვეს“, - თქვა ფერლაინომ.

შეგახსენებთ, კორადო ფერლაინო იმ „ნაპოლის“ პრეზიდენტი იყო, რომელმაც ორი სკუდეტო და უეფას თასი მოიგო. სწორედ მან მიიყვანა გუნდში 1984 წელს დიეგო მარადონა.