„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თავისი გუნდის თამაში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ნაპოლი“ ახლა ყველაზე მაგარ ფორმაშია.
„ვფიქრობ, ჯგუფში შესანიშნავად ვითამაშეთ. „ნაპოლი“ ალბათ ამ მომენტისთვის მსოფლიოში ყველაზე კარგ ფორმაშია, საოცრად თამაშობენ. პირველ ტურში წაგებით დიდი დარტყმა მივიღეთ, მაგრამ შემდეგ ყველა მატჩი მოვიგეთ. პრემიერლიგა? ჩვენ მზად ვართ კვლავ ვიბრძოლოთ“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, „ლივერპული“ და „ნაპოლი“ ჯგუფიდან გასულები არიან, ბოლო ტურში კი ისინი „ენფილდზე“ შეხვდებიან. ინგლისელებს პირველი ადგილის დასაკავებლად იტალიურ გუნდთან მინიმუმ 4-ბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებათ.