კვარაცხელია

კვარაცხელია "რეინჯერსთან" დაღლილობის გამო დაასვენეს, "სასუოლოსთან" ძირითადში დაბრუნდება

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს უახლოეს ტურში „სასუოლოსთან“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

იტალიური მედიის ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა „რომასთან“ შეხვედრის მიწურულს დაღლილობა იგრძნო, რის გამოც ლუჩანო სპალეტიმ ის „რეინჯერსთან“ დაასვენა და ბოლო წუთებშიც არ გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მისი მოედანზე შეშვება დააპირა.

როგორც Corriere del Mezzogiorno წერს, რომ კვარა ხვალინდელ შეხვედრაში მარცხენა ფლანგზე დაბრუნდება და პირველივე წუთიდან ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, 6 საგოლე პასი გააკეთა და და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.