რომან კაკულია: ალიევის ვიზიტი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი იყო საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული

რომან კაკულია: ალიევის ვიზიტი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი იყო საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული

ილჰამ ალიევმა წლების განმავლობაში საკმაოდ წინდახედული, პრაგმატული და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მოფიქრალი პოლიტიკოსის სახელი დაიმკვიდრა , - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ „ქრონიკაში“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„ალიევის ვიზიტი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი იყო საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული. ვგულისხმობ იმას, რომ მარტო ენერგეტიკული პროექტების პერსქპეტივა არ იყო ამის უკან. ის იყო კარგვეულწილად იმის თქმა, რომ ამართლებს ზოგადად იმ პოზიციას, რომელზეც საქართველო დგას. აქ ძალიან ხშირად არის საუბარი ომის პერსპექტივაზე. ღმერთმა ნუ ქნას და საქართველოში ომი რომ დაიწყოს, აქ ნახევარი მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ნახევარი მილიონი აზერბაიჯანელი რომ ლტოლვილად იქცეს, ესენი ალბათ პოლონეთსა და ავსტრალიაში არ წავლენ და პირველ რიგში, იქნებიან აზერბაიჯანში. ჩემი აზრით, ეს ადამიანი ყველაფერზე ფიქრობს და მისი ვიზიტი იმის გამყარებასაც ემსახურებოდა, რომ თქვენი მიმართულება სწორიაო“, - განაცხადა კაკულიამ.

რომან კაკულიამ ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტზეც გაამახვილა ყურადღება.

„რაც შეეხება ვიქტორ ორბანს, მისი პოზიცია ევროკავშირისთვის ცოტა საკამათო იყო, მაგრამ თუ დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას, ეს ადამიანი ძალიან დიდი ხნის წინ ლაპარაკობდა იმსა, რასთან ახლოს მიდის ახლა მთელი მსოფლიო ნელ-ნელა - ეს არის ის წინააღმდეგობა, რომელიც ევროკავშირს აქვს ხანდახან და უფრო ხშირადაც იმ ქვეყნების ისტორიასთან და წარსულთან, რომლებიც მისი წევრები არიან“, - განაცხადა კაკულიამ.