„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი, ჟურნალისტებს გუნდში კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო გადასვლის შესახებ ესაუბრა.
„რონალდუ? იანვარში არავის დამატებას ვაპირებთ. არაფერია შესაცვლელი. კარგად ვთამაშობთ და ჯერჯერობით ყველა კმაყოფილია.“ - ციტირებს იტალიელი ფუნქციონერის სიტყვებს Dazn.
მოგეხსენებათ, პორტუგალიელ ვარსკვალავს არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან და ბრიტანული მედია სულ უფრო ხშირად წერს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კრიშტიანუ მანჩესტერს დატოვებს და იტალიაში დაბრუნდება.