„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, ანსუ ფატიმ, შესაძლოა, კლუბი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს - გვმცნობს Diario Sport.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგნტმა უკვე აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ თუ ფატი მეტ სათამაშო დროს არ მიიღებს, ზაფხულში მასთან განშორება მოუწევთ.
24 ოქტომბერს Marca წერდა, რომ ფატი უკმაყოფილოა იმ მცირე დროით, რომელსაც „ბარსელონაში“ აძლევენ. მას ძირითადის მოთამაშედ გახდომა სურს, მაგრამ მთავარი მწვრთნელი, ჩავი, ჯერ არ ფიქრობს მის დაწინაურებას. კლუბის ხელმძღვანელობა კი მშვიდად უყურებს ვითარებას, რადგან 19 წლის ფატის კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, გამოსასყიდი თანხა კი 1 მილიარდი ევროა.
ფატი კატალონიურ კლუბში 2019 წლიდან თამაშობს.