„ნაპოლის“ კამერუნელი ფეხბურთელი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა დაუბრუნდა, რომელიც „რეინჯერსთან“ მატჩისთვის განაცხადშია.
ანგისას ტრავმის გამო ბოლო ორი კვირა გაუცდა, მან დაზიანება ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში „აიაქსთან“ მატჩში მიიღო, თუმცა, ტრავმა სერიოზული არ იყო და მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.
ანგისა „ნაპოლის“ ნახევარდაცვაში გამორჩეული ფიგურაა და ლუჩანო სპალეტის გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. მიმდინარე სეზონში კამერუნელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.