ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ნაპოლი“ „რეინჯერსს“ უმასპინძლებს და ხვიჩა კვარაცხელია ბოლო ცნობებით ძირითად შემადგენლობაში იქნება.
Sky Sport-ი თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე იტყობინება, რომ კვარაცხელია ისევ სასტარტო 11-ეულში იქნება. მანამდე იტალიური მედია წერდა, რომ როტაცია ქართველსაც შეეხებოდა, რომელსაც ლუჩანო სპალეტი გეგმავს, მაგრამ როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა.
ყველაფერი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, როდესაც „ნაპოლის“ ძირითადი შემადგენლობა გამოცხადდება. მიმდინარე სეზონში კვარა მხოლოდ ერთხელ არ იყო სასტარტოში და ის თამაში „ნაპოლიმ“ ვერ მოიგო - „ლეჩესთან“ (1:1).