კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ გუნდში დააბრუნეს. ინფორმაცია ერიკ ტენ ჰაგმა ოფიციალურად დაადასტურა.
ამრიგად, 37 წლის პორტუგალიელი ევროპა ლიგის მეხუთე ტურში ტირასპოლის „შერიფთან“ შეხვედრისთვის გუნდთან ერთად ემზადება.
მოგეხსენებათ, რონალდუ სათადარიგო სკამის ნაადრევი დატოვებისთვის დასაჯეს, რის შედეგადაც, მეორე გუნდში გადაიყვანეს და „ჩელსისთან“ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.