„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა უახლოეს ხანში ესპანელი მცველისთვის, სერხიო რამოსისთვის კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს - გვამცნობს Le10Sport.
წყაროს ინფორმაციით, რამოსი კარგად შეეწყო გუნდს. ჩინებული ურთიერთობა აქვს მთავარ მწვრთნელ კრისტოფ გალტიესთან და გასახდელშიც პოზიტიური ფიგურაა.
რამოსი პარიზულ კლუბში 2021 წელს გადავიდა მადრიდის „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. მის არსებულ ხელშეკრულებას კი ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.