რონალდუ ისევ „ნაპოლის“ დაუკავშირეს

რონალდუ ისევ „ნაპოლის“ დაუკავშირეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, კარიერა ისევ იტალიაში, კეძოდ, „ნაპოლიში“ გააგრძელოს - გვამცნობს Sky Sports.

წყაროს ინფორმაციით, ნეაპოლელთა მთავარი შემტევი, ვიკტორ ოსიმენი, მალე, შეიძლება „ჩელსიში“ აღმოჩნდეს, ლონდონური კლუბი სერიოზულადაა დაინტერესებული მისით. თავის მხრივ, „მანჩესტერი“ სამ თავდამსხმელს: „ლილის“ ჯონათან დევიდს, „ლევერკუზენის“ პატრიკ შიკს და „ლიონის“ მუსა დემბელეს აკვირდება.

თავად პორტუგალიელს კი პრობლემები აქვს კლუბის მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან და რამდენიმე თანაგუნდელთან. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ის იტალიაში გადაბარგდეს.