„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „ნაპოლი“ გამარჯვებას არ იმსახურებდა და მსაჯმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა.
„მეც ისე მინდოდა მოგება, როგორც ეს მათ გააკეთეს - ორიოდე დარტყმა კარში და გოლი. რთული თამაში იყო, მაგრამ ყვითელი ბარათების შემდეგ გაგვიჭირდა. რთული იყო დაღლილობისა და სათადარიგო სკამზე მცირე არჩევანის გამოც. კარსდორპი არ იყო 90 წუთის სათამაშო კონდიციაში. პელეგრინის პრობლემა ჰქონდა და შეცვლა მთხოვა, მაგრამ ვერ შევცვალე, მატიჩს მთელი კვირა არ უვარჯიშია, დაღლილობა დაგვეტყო. ცოტა უსამართლობის განცდა მაქვს, რადგან ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ თამაში მან მოიგო, ვინც პირველი გოლი გაიტანა.
შეტევაში მეტს ველოდი, მაგრამ ოსიმენმა ისეთი გოლი გაიტანა, რამდენიმე სიტუაციაში ჩვენც რომ შეგვეძლო გატანა. მსაჯობა? არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ვფიქრობ, ირატი კარგი მსაჯია, მაგრამ იყო რაღაცები, რაც არ მომეწონა, მას ველაპარაკე და არ მინდა კრიტიკული ვიყო. რა ჰქვია იმას, ყოველთვის რომ „ყვინთავს“ (ძირს უმიზეზოდ ეცემა - რედ)? არ მახსოვს მისი სახელი... აჰ, ლოზანო!
ვულოცავ „ნაპოლის“ დაუმსახურებელ მოგებას და ჩვენ დაუმსახურებლად წავაგეთ. ირატი სერიოზული კაცია, მაგრამ იდეალურად არ უმსაჯია. როგორ უნდა ვითამაშოთ შეტევაში კარგად „ნაპოლის“ დარ გუნდებთანაც? ჩემი სიტყვები კარგად უნდა ავწონ-დავწონო, რადგან არ მინდა სისულელე ვთქვა. კარგი შეკითხვაა, მაგრამ არ გიპასუხებ, ეს არ არის შენი ბრალი, ბოდიში, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის შეკითხვა, რომელიც არ მომწონს“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, „რომა“ 22 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.