Sky Sport-ის ჟურნალისტმა მასიმო ტეკამ განაცხადა, რომ ვერ იხსენებს ლეგიონერს, რომელმაც სერია A-ზე ისეთი ეფექტი მოახდინა, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიამ.
„კვარაცხელიამ გამაოცა, ვცდილობ გავიხსენო ლეგიონერი, რომელიც ასეთი შორეული რეალობიდან მოვიდა და ასეთი დადებითი ეფექტი მოახდინა სერია A-ზე. კვარაცხელია ერთ-ერთი იშვიათთაგანია, რომელსაც თამაშის შეცვლა თავისი მოქმედებებით შეუძლია“, - თქვა ტეკამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 23 ოქტომბერს სტუმრად „რომასთან“ ჩაატარებს.