"Gazzetta Dello Sport: "ნაპოლის" კვარაცხელიასა და კიმ მინ-ჯესთან კონტრაქტის განახლება სურს

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმ მინ-ჯესთან კონტრაქტის განახლებაზე უკვე ფიქრობს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.

მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა ორივე ფეხბურთელი გასულ ზაფხულს დაიმატეს, ქართველმა და სამხრეთკორეელმაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს და ნეაპოლიტანელებს ეშინიათ, რომ გრანდების ინტერესის შემთხვევაში მათი შენარჩუნება გაძნელდება.

ამიტომაც „ნაპოლი“ კვარაცხელიასა და კიმთან ხელფასის მომატებას აპირებს, რაც კონტრაქტის ერთი წლით განახლებას გამოიწვევს. წყაროს თანახმად იტალიური კლუბის ხელმძღვანელობას ამ ნაბიჯის გადადგმა, რაც შეიძლება სწრაფად სურს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 6 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.