„ნაპოლი“ გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს და 29 წლის ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეული აქვს.
იტალიური მედიის ცნობით, დი ლორენცო ნეაპოლელებთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი ხელფასი სეზონში 2.6 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, ჯოვანი დი ლორენცო „ნაპოლიში“ 2019 წლიდან თამაშობს და 151 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. დი ლორენცო მანამდე „რეჯინასა“ და „ემპოლის“ რიგებში თამაშობდა.