გოგა ბითაძის 8 ქულა და

გოგა ბითაძის 8 ქულა და "ინდიანას" მარცხი "სან ანტონიოსთან"

NBA-ში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „სან ანტონიო სპურსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 134:137 წააგო, გოგა ბითაძემ კი სეზონის პირველი შეხვედრისგან განსხვავებით უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღო.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 18:06 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 8 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. გოგამ 7-დან 4 სროლა გამოიყენა.

„ინდიანაში“ საუკეთესო ტაირის ჰელიბერტონი იყო, რომელმაც 27 ქულა და 12 პასი დააგროვა, ხოლო „სან ანტონიოში“ ჯოშ რიჩარდსონი გამოირჩა 27 ქულით და 2 მოხსნით.

„ინდიანა პეისერსმა“ სეზონის სტარტზე ორივე თამაში წააგო და მომდევნო შეხვედრას 23 ოქტომბერს, შინ „დეტროიტ პისტონსთან“ გამართავს.