ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტივენ ჯერარდი გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ინგლისელ სპეციალისტს კარისკენ „ფულჰემთან“ მარცხის (0:3) შემდეგ მიუთითეს. მიუხედავად იმისა, რომ „ვილა პარკელებმა“ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან იაქტიურეს, შედეგები კლუბის ხელმძღვანელობისთვის არადამაკმაყოფილებელია.
„ასტონ ვილა“ პრემიერლიგაში 11 თამაშში მოპოვებული 9 ქულით სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-17 ადგილზეა.
სტივენ ჯერარდი ბირმინგემულ გუნდში გასული წლის ნოემბრიდან მუშაობდა. მანამდე ის „რეინჯერსის“ თავკაცი იყო, რომელსაც შოტლანდიის ჩემპიონატი მოაგებინა.