"უდინეზეს" სკაუტი: "კვარაცხელიას დიდი ხანი ვაკვირდებოდით, მაგრამ ჩვენთვის ძვირი ღირდა"

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად „უდინეზეს“ მთავარმა სკაუტმა ანდრეა კარნევალემ ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა კომენტარი.

როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელს დიდი ხანი აქტიურად უდინელებიც აკვირდებოდნენ, მაგრამ მათთვის ძალიან ძვირი ღირდა, ამიტომაც, ტრანსფერზე მუშაობა ვერ დაიწყეს.

„არა, „ნაპოლის“ არ მშურს, პირიქით, მათ კარგად იმუშავეს. კვარაცხელიას 15-16 წლის ასაკში ჩვენც აქტიურად ვაკვირდებოდით, პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ფინანსური პარამეტრებისთვის ძალიან ძვირი ღირდა. ასე ვთქვათ: „ნაპოლისთვის“ უფრო მარტივი იყო მისი შეძენა“, - თქვა კარნევალემ.