ჩარლზ მესამისა და პრინცესა დაიანას საქორწილო ტორტის ნაჭერი აუქციონზე გაიყიდება

ჩარლზ მესამისა და პრინცესა დაიანას საქორწილო ტორტის ნაჭერი აუქციონზე გაიყიდება

მეფე ჩარლზისა და პრინცესა დაიანას ქორწილის ხილის ტორტის ნაჭერი აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დესერტის ნაჭერი ნაიჯელ რიკეტსს აჩუქეს, რომელიც სამეფო სახლში მუშაობდა და ტორტს სასაჩუქრე შეფუთვაში სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა. რიკეტსი 2022 წლის დასაწყისში გარდაიცვალა, რის შემდეგაც მის სახლში, ოჯახის წევრების თხოვნით აუქციონის კომპანიის Dore and Rees ექსპერტი მივიდა და სახლში არსებული ნივთები შეაფასეს. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს ტორტის ნაჭერი.

მიუხედავად იმისა, რომ დესერტი 41 წლისაა, ის თითქმის არ გაფუჭებულა - სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი მომზადებისას ბევრი ალკოჰოლი გამოიყენეს. ახლა ლოტის ღირებულება 300 ფუნტია, თუმცა აუქციონის ორგანიზატორების განცხადებით, ის გაცილებით ძვირად გაიყიდება.

ჩარლზი და დაიანა 1981 წლის ივლისში დაქორწინდნენ. ცერემონიის პირდაპირ ტრანსლაციას მთელს მსოფლიოში 750 მილიონი ადამიანი უყურებდა. წყვილი 1995 წელს დაშორდა.