იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სალვატორე ბანიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს ბოლო 20 წლის საუკეთესო ტრანსფერია. ბანი ფიქრობს, რომ მსგავს ტალანტში 10 მილიონი ევრო უბრალოდ არაფერია.
„კვარაცხელია ბოლო 20 წლის საუკეთესო ტრანსფერია. 10 მილიონი ევრო არაფერია ასეთ ტალანტში. მას გასაოცარი უნარები აქვს, ჩვენს ფეხბურთთან ადაპტაციისთვის პერიოდიც არ დასჭირდა. მაინტერესებს, პირველ სეზონში ამ ყველაფერს თუ აკეთებს, რას გააკეთებს მეორე სეზონში?“, - თქვა ბანიმ.
ხვიჩაზე კომენტარი გააკეთა „ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოტავიო ბიანკიმ, რომელმაც „აძურის“ 1987 წელს ისტორიაში პირველი სკუდეტო მოაგებინა:
„მისი ტრანსფერი დიდებული ინტუიციის შედეგია. არავინ იცნობდა წარმოუთქმელი სახელის ბიჭს, მაგრამ ღვთაებრივად თამაშობს. „ნაპოლიმ“ მისი დამატებით ძალიან კარგი საქმე გააკეთა“, - აღნიშნა ბიანკიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს საკუთარ აქტივში.