ლონდონის „ჩელსიმ“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე დაასახელა. ეს „ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელი, ვიკტორ ოსიმენია - გვამცნობს 90 min.
წყაროს ინფორმაციით, 33 წლის პიერ-ემერიკ ობამეიანგი არ შეიძლება ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი მოთამაშე იყოს. ასევე, „ლურჯების“ ახალ მთავარ მწვრთნელ გრემ პოტერს არ აქვს რომელუ ლუკაკუს იმედი, რომელიც იჯარის დასრულების შემდეგ „ინტერიდან“ უნდა დაბრუნდეს. ამიტომ, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ლონდონელების მთავარი სამიზნე ჩვენი ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, 23 წლის ოსიმენია.
„ჩელსის“ ხელმძღვანელებმა იციან, რომ ნიგერიელზე დიდი მოთხოვნაა, ამიტომ სათადარიგო ვარიანტებად „ლილის“ შემტევ ჯონათან დევიდს, და „იუვენტუსის“ დუშან ვლაჰოვიჩს მოიაზრებენ.