"მილანმა“ ლეაუსთან მოლაპარაკება დაიწყო

„მილანმა“ თავის პორტუგალიელ თავდამსხმელთან, რაფაელ ლეაუსთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

მათ უკვე გამართეს შეხვედრა, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მაგრამ უახლოეს ხანში ისინი ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.

წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკება დიდ ხანს გაგრძელდება და კლუბისთვის საკმაოდ რთული იქნება, რადგან ფეხბურთელს მაღალი საკონტრაქტო მოთხოვნილებები აქვს.

ლეაუ „მილანში“ 2019/20 წლების სეზონიდან თამაშობს. იტალიურ კლუბში ის ფრანგული „ლილიდან“ გადავიდა.