ჰარი პოტერის შესახებ პირველი წიგნის გამოცემის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად ბრიტანეთში მონეტების ახალი კოლექცია გამოუშვეს. ამის შესახებ Sky News-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მონეტებს ბრიტანეთის ზარაფხანა უშვებს. „ჰარი პოტერეის“ პერსონაჟებთან ერთად მათზე ასევე გარდაცვლილი დედოფლის ელისაბედისა და დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზის გამოსახულებებიც იქნება. მონეტების ფასი 11-დან 5, 215 ფუნტამდე მერყეობს.
ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ 1997 წელს გამოქვეყნდა.