იტალიელი ჟურნალისტები:

იტალიელი ჟურნალისტები: "ამჟამად კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია"

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა ბრუნო ლონგიმ, რიკარდო ტრევიზანიმ და ჯანკარლო პადოვანმა ისაუბრეს. სამივე მათგანმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო, პადოვანი კი ფიქრობს, რომ ხვიჩა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია.

„კვარაცხელია ნამდვილი ჩემპიონია, მოედანზე ის ძალიან მსუბუქად თამაშობს. ძლიერი დრიბლინგში, დარტყმაში, მის ძალებსაც კარგად განსაზღვრავს. ქართველი თუ მოუმატებს, „ნაპოლიც“ გაიზრდება, სპალეტიც ცდილობს მას ზედმეტი ზეწოლა მოარიდოს და სიტუაცია კარგად უჭირავს. კვარა აკეთებს იმას, რასაც ინსინიე აკეთებდა, დინამიკა იგივეა, განსხვავება მხოლოდ ინდივიდუალურ თვისებებშია“, - თქვა ლონგიმ.

„ეს ბიჭი ჯორჯ ბესტს ჰგავს. აშკარაა, რომ რთული შედარებაა, მაგრამ საამისოდ ყველაფერი აქვს. მნიშვნელოვანი თვისებები გააჩნია, როდესაც ბურთი აქვს, პრაქტიკულად შეუძლებელია მისთვის ბურთის წართმევა და ბევრ გოლებსაც იტანს. იცის, როდის უნდა აჩქარდეს ტემპის შესაცვლელად და მისი პასები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გოლები. ეს შთამბეჭდავია, არცერთ ფეხბურთელს არ მოუხდენია სერია A-სა და თავის გუნდზე მსგავსი გავლენა, რომლებიც იტალიაში უცნობი ლიგებიდან ჩამოვიდნენ. ამ მომენტისთვის ის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა და შესაძლოა სეზონის საუკეთესო მოთამაშეც გახდეს“, - აღნიშნა პადოვანმა.

„უბრალოდ ვიტყვი, რომ „ნაპოლიმ“ წარმოუდგენელი რამ გააკეთა, როცა სრულიად უცნობი ფეხბურთელი დაიმატა, მას ინსაიდერების 99% არ იცნობდნენ. როცა ძლიერ მოთამაშეს ხედავ, მაშინვე უნდა დაიმატო და „ნაპოლი“ ამაში ძალიან კარგი იყო. თუმცა, ლუჩანო სპალეტიც უნდა შევაქოთ, რადგან შეიძლება ამ ბიჭს სხვა მწვრთნელთან ასეთი ეფექტი არ ჰქონოდა“, - თქვა ტრევიზანიმ.