NBA დაიწყო: ჩემპიონმა და ვიცე-ჩემპიონმა სეზონი მოგებით გახსნეს

NBA დაიწყო: ჩემპიონმა და ვიცე-ჩემპიონმა სეზონი მოგებით გახსნეს

დღეს დილით დაიწყო NBA-ის ახალი სეზონი და კალათბურთის მოყვარულებს წინ ძალიან დაძაბული და საინტერესო სეზონი ელით. ეროვნული საკალთბურთო ასოციაცია განსაკუთრებული იქნება კლუბების განაცხადებში შესული უცხოელი კალათბურთელების რეკორდული რაოდენობითაც, სადაც ორი სწორედ ქართველია - „ინდიანა პეისერსის“ ცენტრი გოგა ბითაძე და „მილუოკი ბასქის“ ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი.

გეტყვით, რომ 30 კლუბში 120 ლეგიონერია. მოთამაშეები კი 6 კონტინენტის 40 ქვეყნიდან არიან. ყველაზე მეტი წარმომადგენელი კი კანადას ყავს. ლიგაში წლევანდელ სეზონში 22 კანადელი კალათბურთელი ითამაშებს. აღსანიშნავია ისიც, რომ NBA-ის 30-ივე გუნდში მინიმუმ ერთი ლეგიონერი თამაშობს.

რაც შეეხება გახსნით მატჩს, სეზონი „ბოსტონისა“ და „ფილადელფიას“ შეხვედრით დაიწყო, რომელიც წინა სეზონის ფინალისტმა „სელტიკმა“ 126:117 მოიგო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა მათთვის წელსაც მთავარი მიზანი იქნება.

შესანიშავ ფორმაში არიან ჯეისონ ტეიტუმი და ჯეილენ ბრაუნი, ორივე მათგანმა 35-35 ქულა გამოიმუშავეს და ჩაგდებული ქულების ნახევარზე მეტი სწორედ მათ ანგარშზე იყო.

ტეიტუმმა პარკეტზე 38:37 წუთი გაატარა, რა დროშიც 35 ქულას 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაამატა. მან „სელტიკსის“ რიგებში ერთადერთ ორმაგი დუბლი მიითვალა და +- მაჩვენებელიც ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი +10 ჰქონდა. ჯეისონმა 20-დან 13 სროლა ზუსტად გამიყენა, მათ შორის: 7-დან 2 სამქულიანი, 13-დან 11 ორქულიანი და7-დან 7 საჯარიმო. რაც შეეხება ბრაუნს, მან 3 მოხსმა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც გამოიმუშავა და სროლების სიზუსტის მხრივ ტეიტუმს ოდნავ ჩამორჩა - 24-დან 14.

დამარცხებულთაგან ყველაზე შედეგიანი ჯეიმს ჰარდენი იყო. წლების მატების მიუხედავად ბაბუაწვერა კარგ ფორმაშია. მან 35 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი გამოიმუშავა. 14-დან 9-ჯერ ზუსტად ისროლა, რომელთაგანაც 9-დან 5 სამქულიანი, 5-დან 4 ორქულიანი და 12-დან 12! საჯარიმო იყო. მას შემდეგ რაც გასულ სეზონში ჰარდენი “ბრუკლინიდან“ ბენ სიმონსში გაცვალეს, „ფილადელფიას“ რიგებში მან ყველაზე მეტი ქულა სწორედ ამ შეხვედრაში ჩააგდო. 10-ჯერ All-Star-ის მონაწილემ მობილურობა გამოავლინა, რომელიც მას ერთი წლის წინ აკლდა. ის უშეცდომო იყო საჯარიმო ხაზიდან და ასევე ეფექტურად ისროდა სამქულიანებს.

„ფილადან“ ასევე კარგი თამაში ჰქონდა ჯოელ ემბიდს, კამერუნელმა ცენტრმა 26 ქულით, 15 მოხსნითა და 5 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 21 ქულა დააგროვა ტაირის მაქსმა.

პარკეტზე მყოფი 20 კალათბურთელიდან ცხრამ 10 ქულაზე მეტი ჩააგდო, უქულოდ კი შეხვედრა მხოლოდ ორმა კალათბურთელმა - „ბოსტონიდან“ სიმ ჰაუზერმა და "ფილადან" მატის თიბულმა დაასრულეს.

სხვათა შორის, თამაში სწორედ „ფილადელფიას“ უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდი მათ 29:24 მოიგეს. თუმცა, პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა - 63:63.

„სელტიკსმა“ წინ გასვლა მესამე პერიოდში შეძლო, როდესაც მეტოქეს 10 ქულით აჯობა, დასკვნით მეოთხედში კი დოკ რივერსის გუნდმა მხოლოდ 1 ქულის გაქვითვა მოახერხა და პირველი მარცხი იგემა.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონს ჯო მაზულა წვრთნიდა, რომელსაც დროებითი მწვრთნელის პოსტზე საუცხოო დებიუტი გამოუვიდა. მაზულას გუნდის ხელმძღვანელობა მას შემდეგ დაევალა, რაც უდოკას მიმართ გამოძიება დაიწყო, რომელმაც რამდენიმე დარღვევა აღმოუჩინეს, მათ შორის სტაფის წევრთან რომანი და დროებით საქმიანობას ჩამოაცილეს.

და ბოლოს, „ბოსტონ სელტიკსმა“ ეს შეხვედრა ბილ რასელის საპატივცემულოდ გამართა, რომელიც რამდენიმე თვის წინ - 31 ივლისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. რასელი „სელტიკსის“ შემადგენლობაში 13 წელი თამაშობდა და 11-ჯერ აქვს ჩემპიონობა მოპოვებული.

„სელტიკსი“ მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს, „მაიამი ჰიტთან“, ხოლო „ფილადელფია“ 21 ოქტომბერს, სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსთან“ ჩაატარებს.

დღის მეორე შეხვედრაში კი მოქმედმა ჩემპიონმა "გოლდენ სტეიტ უორიორზმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" 14-ქულიანი სხვაობით - 123:109 სძლია.

ორივე გუნდში ტრადიციულად კარგი შეხვედრები ჰქონდათ ლიდერებს: სტეფ კარის და ლებრონ ჯეიმსს. შეხვედრაში გარდამტეხი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც სტივ კერის გუნდმა 32:19 მოიგო და „ლეიკერსმა“ დიდი ჩამორჩენა ბოლო პერიოდში ვეღარ აღმოფხვრა.

გამარჯვებულთაგან, კარის 33 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. ამერიკელმა +- მაჩვენებელი +20 გამოიმუშავა. მან 22-დან 10 ჯერ ზუსტად ისროლა. 13-დან 4 სამქულიანი, 9-დან 6 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარომო.

ლებრონს კი 31 ქულით, 14 მოხსნით და 8 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი ჰქონდა. მან 10-დან 3 სამქულიანი და 15-დან 9 ორქულიანი ჩააგდო, ასევე 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა.

„ლეიკერსიდან“ 27 ქულა ჰქონდა ენტონი დევისს, ხოლო ვესტბრუკმა 19 ქულით და 11 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა. ხოლო „გოლდენ სტეიტიდან“ 20 ქულა ჩააგდო ვიგინსმა.

მაშ ასე, NBA-ის სეზონი გაიხსნა მოქმედი ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის მოგებებით გაიხსნა. სტივ კერის გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს „დენვერ ნაგეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, „ლეიკერსი“ კი 21-ში „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ შეხვდება.