„რომას“, „ბოლონიას“ და „პალერმოს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის შურს.
როგორც მან თქვა, კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი ხელოვნების ნიმუშია:
„შურიანობა არასდროს მახასიათებდა, მაგრამ ახლა, როცა ეს ბიჭი კვარაცხელია აღმოვაჩინე, მშურს. ჯუნტოლიმ ფენომენალურად იმუშავა, რაც დასაფასებელია, რადგან ეს ხელოვნების ნიმუშია. „ნაპოლის“ სატრანსფერო ბაზრის მენეჯმენტი გაკვეთილია ყველასთვის და აურელიო დე ლაურენტისიც უნდა შევაქო. მათ რევოლუცია მოახდინეს, მერე კი ყველაფერი დიდ გენიოსს, ლუჩანო სპალეტის მიანდეს. ლეაუ თუ კვარა? ლეაუ ძალიან მაგარია, მაგრამ ქართველი დაუნდობელია, გადამწყვეტი, გავლენიანი. მე კვარას ვირჩევ, მითხარით, როგორც დაიმატა ის კრისტიანომ? როგორ?“, - თქვა საბატინიომ Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში.