დავითაშვილის 84 წუთი და

დავითაშვილის 84 წუთი და "ბორდოს" დაკარგული ქულები ბოლო წამებზე

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურში „ბორდო“ „ბასტიას“ ესტუმრა და ქულები დაკარგა - 1:1.

ჟირონდელები 83-ე წუთიზე დანილო იგნატენკოს გოლით დაწინაურდნენ და მოგებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე კორსიკელებმა გათანაბრება მოახერხეს და დავიდ გიონის გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს, როცა „ბორდო“ უკვე იგებდა.

21 წლის ქართველი ფეხბურთელის აქტივში 4 მატჩში გოლი და საგოლე პასია, „ბორდო“ კი 24 ქულით ლიდერია, მაგრამ მხოლოდ ქულით უსწრებს „ლე ჰავრს“, „სოშოსა“ და „ამიენს“, ორი ქულით - „ვალანსიენს“.