„ბარსელონას“ ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი, „ლივერპულის“ ინტერესის სფეროში მოექცა - გვამცნობს Sky Sports.
25 წლის ნიდერლანდელი შუახაზელი ამბობს, რომ უკვე სამი წელიწადია „ბარსელონაში“ ხელფასის დაკლებას თანხმდება, თუმცა მომავალში ეს თანხა მას ბონუსების სახით უნდა დაუბრუნდეს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ფრენკის გადაბირებას აქტიურად ცდილობდა „მანჩესტერ იუნაიტედი.“
მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში დე იონგმა „ბარსას“ მაისურით 11 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. 2019 წლის ივლისში კატალონიელებს მისი „აიაქსისგან“ ყიდვა 86 მილიონი ევრო დაუჯდათ. ნიდერლანდელის „ბარსელონასთან“ მოქმედ კონტრაქტს ვადა 2026 წლის ივნისში ეწურება.