კასანო:

კასანო: "კვარაცხელია წარმოუდგენელი ფენომენია, ნებისმიერ გრანდში ითამაშებს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და რა თქმა უნდა, აღტაცება არ დაუმალავს. ანტონიო ხვიჩათი რომ მოხიბლულია, ამას ყოველ ინტერვიუში ადასტურებს.

„აღარ ვიცი, რომელი ზედსართავი სახელები გამოვიყენო. ის ფენომენია, შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ უძლიერეს გუნდში თამაში. სულ უფრო და უფრო მაოცებს, „ბოლონიასთან“ შეტევაშიც და დაცვაშიც საოცრად ითამაშა. რამდენჯერმე მარიო რუიზე წინ იცავდა თავს. მითხარით ერთი მწვრთნელი, რომელმაც სრულიად უცნობი ფეხბურთელი ორ თვეში წარმოუდგენლად გაზარდა.

კაკა „მილანში“ რომ გადავიდა, კარგად დაიწყო, მაგრამ ის ბრაზილიურ „სან პაულუში“ თამაშობდა და მეტ-ნაკლებად ხალხი იცნობდა. კვარაცხელია არსაიდან მოვიდა და ყველა გააოცა თავისი შთამბეჭდავი და სტაბილური თამაშით. დარწმუნებული ვარ, განვითარების უზარმაზარი პოტენციალი კიდევ აქვს და მსოფლიოს ყველა უძლიერესი გუნდი მის აგენტთან მოლაპარაკებებს მალევე დაიწყებენ, ხოლო 3-4 წელიწადში დაუჯერებელი ფენომენი გახდება“, - თქვა კასანომ.