ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯამპაოლო პაცინიმ ტელეკომპანია DAZN-ის ეთერში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს იმსახურებს. როგორც მან აღნიშნა, კვარა თამაშს არ აგდებს და ყველა გააოცა.
„კვარაცხელია სერია A-ს ოქროს ბურთს იმსახურებს, უფრო მეტად, ვიდრე ლეაუ ან მილინკოვიჩ-სავიჩი. ვფიქრობ, ეს დამსახურებული იქნება, რადგან ყველა გააოცა. წარმოუდგენელი სტაბილურობა აქვს, ის ძლიერი მოთამაშეა, რომელსაც გაუმჯობესება კიდევ შეუძლია. თამაშში საშუალოდ გოლსა და საგოლე პასს აკეთებს“, - თქვა პაცინიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს „რომას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.