ამბროზინი:

ამბროზინი: "კვარაცხელია დრიბლინგს ყოველთვის თავაწეული აკეთებს"

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო ამბროზინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კვარამ საგოლე პასებიც გაკეთებაც იცის და განსაკუთრებით მისი ერთი სათამაშო თვისება გამოარჩია.

„კვარაცხელია პასებსაც აკეთებს, ის არასდროს წევს დაბლა თავს დრიბლინგების დროს, რაც დონის ამაღლებას იწვევს. „ნაპოლის“ შეტევაში ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც განსხვავებული თვისებები აქვთ, რაც გუნდს ძალიან ეხმარება“, - თქვა ამბროზინიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 7 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს „რომას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.