100 წლის ამერიკელი კაცი, კლივლენდში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული პრაქტიკოსი ექიმი, ჰოვარდ ტაკერი აცხადებს, რომ პენსიაზე გასვლას ჯერ არ გეგმავს.
მედიის ცნობით, გინესის რეკორდსმენი კაცი სრულ განაკვეთზე მუშაობას აგრძელებს - მისი სამუშაო დღე 9:00 საათზე იწყება და 18:00 საათზე სრულდება.
ვიდრე 100 წლის გახდებოდა, ტაკერი კორონავირუსით დაინფიცირდა. ავადმყოფობის დროსაც კი, ის რეზიდენტებს Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით ეკონტაქტებოდა და ასწავლიდა.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა პენსიაზე გასვლას, კაცი პასუხობს: „ღმერთო, არა! მჯერა, რომ პენსიაზე გასვლა დღეგრძელობის მტერია. როცა გიყვარს ის, რასაც აკეთებ და ჯერ კიდევ შეგიძლია ამის გაკეთება, რატომ უნდა გინდოდეს პენსიაზე გასვლა?“.