გვეუბნებიან [ოპოზიცია] - სააკაშვილმა საგარეო ფონი რომ არ გააფუჭოს და ქვეყნის ინტერესები არ დააზარალოს, კანონის უზენაესობაზე დახუჭეთ თვალი და გაათავისუფლეთ და გაუშვით საზღვარგარეთო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„სამკურნალოდაც იყო წასული, კარიერული წინსვლისთვისაც იყო წასული, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, ყველაფერი შეეძლო იქ გაეკეთებინა, სადაც იყო და დღეს გამოდის, რომ ის აშანტაჟებს საქართველოს, რომ თუ არ გადამიყვანეთ, გამათავისუფლებთ და ა.შ. მაშინ თქვენ თქვენ სულ გექნებათ პრობლემები. ევროპის საბჭოში, რეზოლუციაში და სხვაგან. ხელისუფლებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა, დღეს არა სააკაშვილი, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი არის პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა - მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.