კახა კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ის პროგრამა, რა პროგრამითაც ის წარდგა არჩევნების წინ თბილისის მოსახლეობის წინაშე და ვფიქრობ, რომ ის ამ პროგრამას გეგმაზომიერად ძალიან კარგად უძღვება , - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკო კახეთელიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ის პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლებსაც საერთოდ არანაირი პროგრამა არ ჰქონდათ წარმოდგენილი და ზოგიერთის მერობის კანდიდატი რომ ვერ გავიდა მერად, თვითონაც გადარჩნენ ამით. კახა კალაძე არასდროს არ გაურბის პასუხისმგებლობას“, - განაცხადა კახეთელიძემ.