ირაკლი კობახიძე შოლცის განცხადებაზე: ეს გზავნილი ჩვენთვის განსაკუთრებით ოპტიმისტური და მნიშვნელოვანი იყო

ირაკლი კობახიძე შოლცის განცხადებაზე: ეს გზავნილი ჩვენთვის განსაკუთრებით ოპტიმისტური და მნიშვნელოვანი იყო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე გაკეთებულ განცხადებას მნიშვნელოვანი და ოპტიმისტური უწოდა.

„ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე“, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. შოლცის ეს გზავნილი იყო ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სასიამოვნო, ოპტიმისტური და მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა: ჩვენ ვართ ევროპის ხალხი და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა

გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმიმხარდაჭერაზეც არის საუბარი.

ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობს „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.