ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან და ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, სანა მარინთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად ბერლინში, ევროპელი სოციალისტების ყრილობაზე იმყოფება.
ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობს „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.