მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელ ჟოაო ფელიქსს კლუბის დატოვება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სურს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იტყობინება.
წყაროს ცნობით, 22 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი „როხიბლანკოში“ სათამაშო პრაქტიკით უკმაყოფილოა და განსაკუთრებით მას შემდეგ გაბრაზდა, რაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში თამაში არ მოუწია. ფელიქსი დიდი ხანის განმავლობაში ხურდებოდა, თუმცა დიეგო სიმეონემ მას მოედანზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცა.
ჟოაო ფელიქსმა მიმდინარე სეზონში 11-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია, ხოლო ბოლო ოთხ შეხვედრაში მინდორზე მხოლოდ 29 წუთი გაატარა.