Vanity Fair-თან ინტერვიუში ლიზომ განაცხადა, რომ წონის მატება ან კლება მისი აზრით, ცუდი საერთოდაც არ არის. მომღერლის თქმით, როცა სტრესის დროს ჭამს, ამას საკუთარი კომფორტისთვის აკეთებს და ზოგჯერ საკვების რაოდენობას არც აკვირდება.
"სამწუხაროა, რომ წონის მომატებას იმ ნეგატიურ ფაქტორებს ვუკავშირებთ, რომლებიც მას იწვევს. სინამდვილეში, სტრესია ცუდი რამ და არა მომატებული 9 კილოგრამი", — განაცხადა მომღერალმა.
ლიზოს თქმით, წონის მომატების შესახებ გაბატონებულ შეხედულებებს არ იზიარებს. "ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აღარ ვფიქრობ, რომ წონის მომატება ცუდია. იგივე ეხება წონის კლებასაც — ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა. ჭამა მიყვარს, პირადი შეფმზარეულიც მყავს და საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, რომ გუშინ ღამით ბრაუნი ვჭამე", — დასძინა ლიზომ.
საზოგადოებაში დამკვიდრებულ არარეალურ სილამაზის სტანდარტებსა და არაჯანსაღ დიეტას ლიზო ხშირად აკრიტიკებს, მომღერალი საკუთარ პლატფორმას იმისათვის იყენებს, რათა სხვები საკუთარი სხეულის სიყვარულის აუცილებლობაში დაარწმუნოს.
"შენი სხეული შენია იმის მიუხედავად, რომ სხვისთვის ის იდეალური არაა. რომ იცოდე, როგორი კომპლექსურია შენი სხეული, მისით იამაყებდი. მე ვამაყობ შენით, რადგან გაძელი საზოგადოებაში, რომელიც გვიბიძგებს, ჩვენი სხეული გვძულდეს, გვაძლევს დისმორფულ სარკეს და სასოწაკვეთილებს გვიტოვებს იმ მაგალითს, რომელიც გვგონია, რომ უნდა ვიყოთ", — განაცხადა ლიზომ ინსტაგრამზე.