განხეთქილება ახალციხის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში - ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ დალალიშვილი ისე შეცვალეს, რომ მან არაფერი იცოდა და გადაწყვეტილების შესახებ ერთი კვირის შემდეგ შეიტყო.
დალალიშვილმა ფრაქციაც და პარტიაც დატოვა და საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად აგრძელებს. ის ამბობს, რომ პარტიასთან ყველა სახის ურთიერთობა დაასრულა და ყოფილ თანაპარტიელებთან კომუნიკაციას არ აპირებს.
დალალიშვილი აცხადებს, რომ დავით ახალკაცის აგრესიული და ამბიციური პოლიტიკა მისთვის მიუღებელია, თუმცა ახლა პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს.
ახალი თავმჯდომარე დავით ახალკაცი პარტიაში დაპირისპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ დალალიშვილის წასვლა მოულოდნელი იყო, რადგან მას არც ფრაქციისთვის მიუმართავს და არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის.