ალექსანდრე რაქვიაშვილი: სააკაშვილის ფაქტორი საკმაოდ შემაფერხებელი გახდა დიდი ხანია და მგონი, ადრე თუ გვიან პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და დავასრულოთ ეს დაძაბულობა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: სააკაშვილის ფაქტორი საკმაოდ შემაფერხებელი გახდა დიდი ხანია და მგონი, ადრე თუ გვიან პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და დავასრულოთ ეს დაძაბულობა

სააკაშვილის ფაქტორი საკმაოდ შემაფერხებელი გახდა დიდი ხანია და მგონი, ადრე თუ გვიან პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და დავასრულოთ ეს დაძაბულობა,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილის საკითხი დღის წესრიგში იყოს როგორც საქართველოში, ისე ევროპაში.

„ევროსაბჭოს რეზოლუცია მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე ავლენს გავლენას, არამედ საგარეო პოლიტიკაზეც. ზოგადად, უკვე საკმაოდ შემაფერხებელი ფაქტორი გახდა დიდი ხანია და მგონი, ადრე თუ გვიან პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომ ციხიდან გავიდეს და რაღაცნაირად, ეს დაძაბულობა დავასრულოთ, რადგან სანამ ციხეში იქნება, "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ იყოს მოხსნილი საქართველოში თუ ევროპაში. საბოლოო ჯამში ეს ხელს გვიშლის, რადგან ფოკუსი სხვა თემებზე გადადის და დიპლომატიური რესურსი იხარჯება იმაზე, რომ შეიძლება ვიღაცამ რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილი ჩაწეროს და წინააღმდეგობა გაუწიოს იმის ნაცვლად, რომ თუნდაც, ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვისაუბროთ. იმედი მაქვს, ამ საკითხს მოვაგვარებთ“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.