გივი მიქანაძე მიხეილ სააკაშვილზე: ევროსაბჭოს რეზოლუციასთან მიმართებაში ჩემი მხრიდან საბოლოო ტექსტზე მხარდაჭერა არ იყო გამოხატული, იქიდან გამომდინარე, რომ მისი მეოთხე დამატება აბსოლუტურად მიუღებელია

გივი მიქანაძე მიხეილ სააკაშვილზე: ევროსაბჭოს რეზოლუციასთან მიმართებაში ჩემი მხრიდან საბოლოო ტექსტზე მხარდაჭერა არ იყო გამოხატული, იქიდან გამომდინარე, რომ მისი მეოთხე დამატება აბსოლუტურად მიუღებელია

ევროსაბჭოს რეზოლუციასთან მიმართებაში ჩემი მხრიდან საბოლოო ტექსტზე მხარდაჭერა არ იყო გამოხატული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კონკრეტული დამატება აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მან „ქრონიკაში“ ჩართვისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელეის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სხდომაზე მან ყველას მოუწოდე, უკრაინას მხარდაჭერისკენ, თუმცა იგი რეზოლუციის იმ დამატებას, რომელიც მეოთხე ნომრად იყო წარდგენილი და მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარების საკითხს ეხებოდა, მხარი არ დაუჭირა.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შენობიდან რამდენიმე ათეულ მეტრში დგას ადამიანია უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობა, რომელმაც წინა ხელისუფლების წინააღმდეგ არაერთ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც ადამიანის უფლებების მდგომარეობის მხრივ ძალიან სავალალო შედეგები დააფიქსირა და მათ შორის ერთი, განსაკუთრებული საქმე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, ეს არის გირგვლიანის საქმე, სადაც სააკაშვილი პირდაპირ იყო დადანაშაულებული ამ კონკრეტულ ქმედებებზე. ალბათ, ლოგიკას მოკლებულია, რომ გადაწყვეტილება მიიღება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სააკაშვილთან მიმართებაში, მაშინ როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული მართლმსაჯულების განმახორციელებელი სტრუქტურაა, პირდაპირ ამბობს, რომ ჩადენილია დანაშაული.

ყველას მოვუწოდე, რომ უკრაინას დღეს სჭირდება მხარდაჭერა და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვხატოთ ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

ევროსაბჭოს რეზოლუციასთან მიმართებაში ჩემი მხრიდან საბოლოო ტექსტზე მხარდაჭერა არ იყო გამოხატული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კონკრეტული დამატება აბსოლუტურად მიუღებელია. იქ მთლიანი ტექსტის მხარდაჭერა იყო, რაც ნიშნავდა, რომ ვეთანხმები იმ ცვლილებასაც. თუმცა, მე დავაფიქსირე, გამოსვლისას რომ მთლიანი სულისკვეთება ამ რეზოლუციის აბსოლუტურად მისაღებია, თუმცა იგი საჭიროებს ცვლილებებს კონკრეტულ დამატებებთან მიმართებაში. შემდეგ დავაყენე საკითხი და გავაპროტესტე ის დამატება, რომელიც მეოთხე ნომრად იყო წარდგენილი“, - განაცხადა მიქანაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა - მურზასთან ერთად ნახსნებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსნები.