ირაკლი კობახიძე: ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია

ირაკლი კობახიძე: ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია

პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ხუთშაბათი ყველამ იცის, რომ პასიური დღეა ასამბლეაზე და 600-კაციან ასამბლეაზე 56 ხმით შეაპარეს ცვლილება, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილზე. ეს არის ზოგადად სამწუხარო მოვლენა, თუმცა ჩვენ არაფერი გვიკვირს მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია რამდენიმე თვის წინ. არაფერი განსაკუთრებული. რეზოლუციაშია უსამართლო ჩანაწერი. მთავარია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იციან ყველაფერი ამ საქმის შესახებ. პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია“, - აღნიშნავს კობახიძე.