ბექა ოდიშარია პოდოლიაკის განცხადებაზე: ბიძინა ივანიშვილთან შედარებით, ჯერ ერთი ქვა-ქვაზე დადოს თავის ქვეყანაში - რამდენჯერ უნდა დავინდოთ ეს ადამიანი იმის გამო, რომ უკრაინელ ხალხს ვგულშემატკივრობთ?!

ბექა ოდიშარია პოდოლიაკის განცხადებაზე: ბიძინა ივანიშვილთან შედარებით, ჯერ ერთი ქვა-ქვაზე დადოს თავის ქვეყანაში - რამდენჯერ უნდა დავინდოთ ეს ადამიანი იმის გამო, რომ უკრაინელ ხალხს ვგულშემატკივრობთ?!

პოდოლიაკის ინტერვიუს მოვუსმინე ერთ-ერთ სატელევიზიო ჩართვაში, ისეთი კარგი რუსულით საუბრობს, რუსული მისგან მესმოდა, უკრაინულად ერთი სიტყვა არ უთქვამს. რამდენჯერ უნდა დავინდოთ ეს ადამიანი იმის გამო, რომ უკრაინელ ხალხს ვგულშემატკივრობთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ მიხაილო პოდოლიაკის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„პოდოლიაკმა გემს მიხედოს, გემს.. ბიძინა ივანიშვილთან შედარებით ჯერ ერთი ქვა-ქვაზე დადოს თავის ქვეყანაში და კარგად გაიხედოს თავისი ოფისის ფანჯრიდან რა ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ტვ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“.