რატი იონათამიშვილი პოდოლიაკის განცხადებაზე: ყველა ცოტა ფრთხილად იყოს, როცა საქართველოზე, ჩვენს თავმოყვარეობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იწყებს საუბარს

რატი იონათამიშვილი პოდოლიაკის განცხადებაზე: ყველა ცოტა ფრთხილად იყოს, როცა საქართველოზე, ჩვენს თავმოყვარეობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იწყებს საუბარს

გარკვეულ უკრაინელ მაღალჩინოსნებს აქვთ მუდმივი მცდელობა საქართველო დაადანაშაულონ. საქართველოს მიმართ ძალიან ბევრი ცილისწამება ვნახეთ მათი მხრიდან და აღმოჩნდა, რომ თითოეული ასეთი ცილისწამება იყო სიცრუე და არ შეესაბამებოდა სიმართლეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ მიხაილო პოდოლიაკის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„ერთი მხრივ, ეს განპირობებული იმით, რომ საქართველო არ შეეხიდა გვამებით უკრაინას, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი. საერთაშორისო ასპარეზზე, ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ პლატფორმაზე უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე აქტიური მხარდამჭერი სწორედ საქართველო არის და სულ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთი რეზოლუციის მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან ამისი დასტურია. შესაბამისად, ასეთი რიტორიკა ჩვენს საზოგადოებაში ჯანსაღ და სწორ რეაქციას იწვევს, ვინაიდან რაც ოკუპაციის წინაშე ჩვენმა ქვეყანამ გადაიხადა, თანამედროვე სამყაროში რთულად მოვძებნით მეორე ასეთ ქვეყანას. ამიტომ, ყველა ცოტა ფრთხილად იყოს, როცა საქართველოზე, ჩვენს თავმოყვარეობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იწყებს საუბარს. ჩვენ ღირსეულად ვიცავთ და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, იმისთვის რომ ეს ბრუტალური რუსული აგრესია, რაც ახლა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს, იყოს შეჩერებული და ყველა დიპლომატიურ არხს და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას ვიყენებთ ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ტვ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“.

Maverick მიხ(ა)უილო პოდლლაიკა ყეფს, საქარველოს უკეთესი დამცველი ყავს ქართული მეცხვარე!
2 წლის უკან