ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი – კლინტ ისტვუდი, რომელმაც სახელი ჩრდილოეთ ამერიკის ე.წ. ველური დასავლეთის შესახებ გადაღებული ფილმებით გაითქვა, შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ლეგენდარული დამფუძნებლის – ედგარ ჰუვერის შესახებ ფილმს იღებს.
აღსანიშნავია, რომ რეჟისორის სკამს უკვე კარგად შეჩვეულმა კლინტ ისტვუდმა ტავის ფილმში გადასაღებად საინტერესო და პოპულარული სამსახიობო ანსამბლი შეკრიბა. მარტო ამ მსახიობთა ჩამოთვლა რად ღირს: ლეონარდო დიკაპრიო, ერმი ჰამერი, დაიმონ ჰეირიმანი, ჯუდი დეჩი და სხვა...
სულ ახლახანს დაგეგმილ ფილმში მოთხრობილი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დამფუძნებლის – ედგარ ჰუვერის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ, რომელსაც ლეონარდო დი კაპრიო განასახიერებს. ერმი ჰამერი კი მის მეგობარსა და მოადგილეს – კლაიდ ტოლსონს გააცოცხლებს ეკრანებზე.
მსახიობ დეიმონ ჰეირიმანს, რუნო გაუტმანის როლი ერგო, რომელიც ქურდობისა და ბავშვის მკვლელობისთვის იქნა გასამართლებული. ამ ეტაოზე ჯერჯერობით უცნობია თუ ვის განასახიერებს ჯუდი დენჩი.