NBA-ს მოსამზადებელ ეტაპზე „მილუოკი ბაქსი“ საჩვენებელი მატჩების ჩატარებას აგრძელებს და ამჯერად „ჩიკაგო ბულსს“ გაეჯიბრა, რომელთანაც 104:127 დამარცხდა.
კარგი თამაში ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც პარკეტზე 32 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. სანდრომ 13 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მამუკელაშვილმა 4-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
„მილუოკი ბაქსი“ მორიგ შეხვედრას 13 ოქტომბერს, „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.