ირაკლი კობახიძე თერჯოლის მერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ირაკლი კობახიძე თერჯოლის მერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თერჯოლის მერის, ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგედიაა შენი დაკარგვა ყველა შენი მეგობრისთვის! ნათელში ამყოფოს ღმერთმა შენი სული!“, - წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.