ვიქტორ ყიფიანი: credit suisse, რომელიც შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანია და რომელიც არაერთ სკანდალშია გახვეული, ყველა სხვა ანალოგიურ შემთხვევაში იჩენს მორიგების მზაობას, ერთადერთი გამონაკლისი ბიძინა ივანიშვილის დავაა

ვიქტორ ყიფიანი: credit suisse, რომელიც შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანია და რომელიც არაერთ სკანდალშია გახვეული, ყველა სხვა ანალოგიურ შემთხვევაში იჩენს მორიგების მზაობას, ერთადერთი გამონაკლისი ბიძინა ივანიშვილის დავაა

არის გარკვეული ჯგუფი სხვა დაზარალებულ პირთა, მაგრამ ის ზარალი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, შეუდარებლად უფრო მეტი და მასშტაბურია, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„იმ უმსგავსობის, სიცრუისა და სიყალბის მასშტაბი, რომელსაც ბანკი ავლენს ჩემი მარწმუნებლის მიმართ, ერთგვარად გამორჩეული და უპრეცედენტოა. საბანკო პრაქტიკისთვის დამახასიათებელია ასეთი სკანდალების არგამოტანა და მორიგებით საქმის დასრულება. credit suisse, რომელიც შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანია და რომელიც არაერთ სკანდალშია გახვეული, ყველა სხვა ანალოგიურ შემთხვევაში იჩენს მორიგების მზაობას, ერთადერთი გამონაკლისი ბიძინა ივანიშვილის დავაა. რატომღაც აქ ბანკი, მიუხედავად ამ ფაბრიკაციისა, არნახულ სიჯიუტეს ავლენს. ეს არ არის რიგითი და ჩვეულებრივი ბანკი, ეს არის შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანი. შესაბამისად, ისინი ზიანს აყენებენ არა მხოლოდ შვეიცარიის საბანკო სისტემას, არამედ ზიანს აყენებენ შვეიცარიის სახელმწიფოს. თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი სამართლიანობა ბოლოში გავა და სასურველ შედეგს მივაღწევთ“, - განაცხადა ყიფიანმა.

მისივე თქმით, სინგაპურის გადაწყვეტილება 2023 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ სამართლებრივი დავაში ბერმუდას სასამართლომ მოსარჩელე მხარეს უპირობო გამარჯვება მიანიჭა, სასამართლო დავა სინგაპურში გრძელდება.