სერგეი ლავროვი: მუქარის ენა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთს შედეგებს მოუტანს, მიუღებელია

სერგეი ლავროვი: მუქარის ენა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთს შედეგებს მოუტანს, მიუღებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის ბირთვული შეკავების პოლიტიკა თავდაცვით ხასიათს ატარებს.

ამის შესახებ განცხადება  სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„რაც შეეხება ხმამაღალ განცხადებებს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთს შედეგებს მოუტანს, ასეთი მუქარის ენა მიუღებელია. ჩვენ ამ განცხადებებს შესაბამისი დასავლელი პოლიტიკოსების სინდისზე ვტოვებთ. მათთან ამ თემაზე დისკუსიის გამართვას არ ვაპირებთ, ეს აშკარად აზრს მოკლებულია“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დასავლეთი თავად ცდილობს, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული რიტორიკის გაღვივებას და რუსეთი გამოჰყავს ბირთვული საფრთხის წყაროდ.